რასმუსენი ევროპას მოუწოდებს დაემორჩილოს აშშ-ს სანქციებს

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი შეშფოთებულია ევროკავშირის წინააღმდეგობით, აშშ-ს ანტირუსული სანქციების მიმართ და ძველ კონტინენტს ამ სანქციების დამორჩილებისკენ მოუწოდებს, აცხადებს Financial Times-ი.

რასმუსენი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ შეეგუონ და დამორჩილდნენ აშშ-ს სანქციებს ევროატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად, რადგან მისი აზრით, რუსეთს სურს ევროატლანტიკური სივრცე გახლიჩოს.
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებით, მას აშფოთებს ევროკავშირის რეაქცია აშს-ს სანქციებზე, რომელსაც საკუთარი ენერგეტიკული ინტერესების ზარალით ხსნიან და აცხადებს, რომ ეს გარკვეულწილად ,,პუტინის გამარჯვებას,, ნიშნავს, რომელიც ევროპას აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს.
,,პუტინმა უნდა გადაიხადოს უფრო დიდი ფასი, ვიდრე ეს სანქციების პირველი ტალღის დროს იყო,, აცხადებს რასმუსენი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი აშშ-ს სანქციების მიღებამდე მათი ევროკავშირთან შეთანხმებსკენ მოუწოდებდა რათა მისი ენერგეტიკული და სხვა ინტერესები არ დაზარალებულიყო. მიუხედავად ამისა, აშშ-მ შეთანხმების გარეშე მიიღო სანქციების ახალი პროექტი, რომელიც რუსეთისთვის გაცილებით მძიმეა ვიდრე ადრინდელი სანქციები.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების” წალენჯიხის საარჩევნო შტაბს გოგა გულორდავა უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიარუსეთის ,,მკაცრი,, პასუხი აშშ-ს სანქციებს