რაშისტებმა სუმის რაიონი რაკეტებით დაბომბეს

რაშისტებმა სუმის რაიონი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

როგორც სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, აგრესორების საჰაერო თავდასხმის შედეგად სუმის რაიონში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი დაიჭრა.

„აგრესორებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს სუმის რაიონში. დაჭრილია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი. დამპყრობლებს მთელი რეგიონის მიწასთან გასწორება სურთ“, – აცხადებს ჟივიცკი.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში საქმიანობას ჩუმად წყვეტენ
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს