რუსმა დამპყრობლებმა ფოლადის ქარხნის „აზოვსტალის“ რასიონში მდებარე საავადმყოფო დაბომბეს. ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი ტარუტა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილია 300-მდე ადამიანი.
„რაშისტებმა „აზოვსტალის“ რაიონში მდებარე საავადმყოფო დაბომბეს. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვებიც. ასევე არიან დაჭრილი მოქალაქეები“, – წერს ტარუტა.