რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლებასახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია. გომელაური თქმით, ეს ინფორმაცია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებმა არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

”თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი დააკავეს. ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე ეს პირი დაკავებული არ არის. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ეს გალის შეხვედრაზეც დაგვიდასტურეს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური არც იმას გამორიცხავს, რომ მკვლელი დაკავებული იყო და შემდეგ გაათავისუფლეს – ”როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დაკითხეს. შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და ისე გაათავისუფლეს”, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება
შემდეგი სტატია„ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ თქვენ ხელში არავინ ჩაგიგდოთ” – ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ს მიმართავს