“რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ?” – პაპიძე გამომძიებელს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, საქმის კიდევ ერთმა გამომძიებელმა ალექსანდრე ფოცხვერიშვილმა. სასამართლოზე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა და გამომძიებელს სამედიცინო დასკვნები გააცნო, სადაც მაგდა პაპიძის მტკიცებით, მისი წამების შედეგად მიყენებული დაზიანებებია აღწერილი.
“დასკვნით, დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ?”- განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ბრალდებულის ამ განცხადების საპასუხოდ გამომძიებელმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა დაზიანებები, რომელიც მაგდა პაპიძემ დაასახელა, მან იმ დროს მიიღო, როდესაც დანაშაული ჩაიდინა და კვალის დაფარვას ცდილობდა.
გამომძიებლელის დაკითხვის შემდეგ, მაგდა პაპიძის პროცესი ნაფიცი მსაჯულების გარეშე წარიმართა.
პროცესზე პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განაცხადა, რომ პაპიძის და მისი მეგობარი მამაკაცის ოთარ ბერძენიშვილის მობილური ტელეფონებიდან ამოღებულ აუდიო და ფოტომასალაზე დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, დასკვნა პროკურატურას დღეს ჩაბარდა და უწყებამ დასკვნის ახალ მტკიცებულებად დართვა მოითხოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ახალი გარემოება საქმეს დაერთო.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპროცესზე მაგდა პაპიძისათვის მიწერილი მეუღლის სმს-ები გამოქვეყნდა