რასაც ქართული ოცნება უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში ეს არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის მონების გუნდი – ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, პარლამენტში საკომიტეტო განხილვებსა და მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ის რასაც ქართული ოცნება უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურად განწობილი ადამიანების ჯგუფი.
„სასაცილოა ის პროცესი, რასაც დღეს ადგილი აქვს პარლამენტში, რასაც ქართული ოცნება უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში ეს არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის მონების გუნდი, ამას ჩვენ მთავრობას, რათქმაუნდა, ვერ დავარქმევთ.
ზოგადად, ალბათ ქართული ოცნება ეხლა კომფორტულად არის, რადგან ისინი კრიტიკულ კითხვეს არც არასდროს სვამდნენ, მთავარი მათთვის იყო სადღეგრძელოების ხმამაღლა წარმოთქმა და ეხლა უკვე ოპოზიცია მათ ამაში ხელს არ უშლის პარლამენტში, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია ჩრდილოკორეის პარლამენტი როგორ განიხილავს იმას, რასაც მთავრობას ეძახიან, სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან
შემდეგი სტატიათიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის