ივანიშვილის პრემიერს ირაკლი კობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ დაუსვეს შეკითხვა ათონელზე 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის რეზიდენციის ღობის დაუცველობისა და მისი სწრაფი ჩამოვარდნის შესახებ:
რაც შეეხება ჯებირს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, კანცელარიის შენობის წინ ზუსტად ასეთივე რკინის ღობე იყო აღმართული, რაც ცოტა ამახინჯებდა იერ-სახეს და დავსვი კითხვა, დავუსვი კითხვა მაშინდელ შს მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად რაიმესგან დამცავი.
მარტივად მითხრა, რომ ნებისმიერი 10 კაცის ძალა არის მაქსიმუმ საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს. მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება, არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერ-სახეს და მაშინვე მოვშალეთ ღობე.
რკინის ღობე, არის ათონელი, არის ისტორიული უბანი – თეორიულად შეიძლება, რომ იქ აღმართო ბლოკებით და აგურით აშენებული ღობე, რაც ბუნებრივია, დაამახინჯებდა იერ-სახეს. არის ის იერ-სახე, რაც უხდება ამ ულამაზეს უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა, 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი.
„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია – ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი. როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, [პასუხობს] სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ ჭიშკარი ჩამოვარდებოდა“- განაცხადა კობახიძემ.
















