“რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს” – სასამართლოში სასახლის ღობის საქმის განხილვა დაიწყო

“რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია რაა, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს” – განუცხადა დაკავებულმა გიორგი ქოქრიამ მოსამართლეს.

პირველ დარბაზში მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილი 14 პირის საქმეს განიხილავს.

ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

18 ადვოკატიდან ორს მაგიდა არ აქვს და სხდომათა დარბაზის ცენტრში სკამებზე სხედან.

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზშიც.

მოსამართლე ნატო ხუჯაძე 13 პირის საქმეს განიხილავს.

ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშივახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას პარტია ხვალ დაგეგმილ აქციაზე არ იქნება