რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ევროპულმა ქალაქმა უკვე გაიარა, განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ – კალაძე

რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ევროპულმა ქალაქმა უკვე გაიარა, განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ – ამის შესხებ განცხადება, თბილის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები და რეფორმები არის მხოლოდ “ქართული ოცნების” მიღწევა, კახა კალაძის მიღწევა, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს არის ყველას ერთად გამარჯვება.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ისეთი მოწესრიგებული და გამართული, როგორც ევროპულ განვითარებულ ქალაქებში. ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ევროპულმა ქალაქმა უკვე გაიარა, განახორციელა ეს პროექტები და ჩვენც რაღაც განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ყველაზე მეტად თბილისს.

ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც იყო ჩვენ მიერ გაცემული, ყველა იყოს შესრულებული. მე მესმის, როდესაც ჩვენ რეფორმებს ვახორციელებთ, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს სიახლე, უცხო, შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება. ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები და რეფორმები არის მხოლოდ “ქართული ოცნების” მიღწევა, კახა კალაძის მიღწევა. არა, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის შვილები ვართ.” – განაცხადა თბილის მერმა.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირი, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება