23.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

რასა იუკნევიჩიენე: ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში

ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის „ფეისბუქზე“ პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: შუა კორიდორის მიმართ აშშ-ისა და გერმანიის ინტერესი აქამდე არნახული შესაძლებლობაა
შემდეგი სტატიასეს-მა ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა