რასა იუკნევიჩიენე: შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან

ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

განცხადებასთან ერთად იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ფოტოსაც ავრცელებს.

„შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო!“, – წერს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატია ალყაში – საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!”-ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: დღეს ვინც სიმართლეს ემსახურება, მათ სახელებზე, მათ მაგალითზე გაიზრდება მთელი თაობები