რასა იუკნევიჩიენე შეთანხმების ანულირებაზე: რთულია სიტყვები ვიპოვო, რომ გამოვხატო როგორი იმედგაცრუებული ვარ

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე “ქართული ოცნების” მხრიდან შარლ მშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება და წერს, რომ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

“რთულია სიტყვები ვიპოვო, რომ გამოვხატო როგორი იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ სიტუაცია შეცვალოს. ამ ერს ჰყავს პასუხისმგებელი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას”,- წერს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განვიხილავთ
შემდეგი სტატიასარჯველაძე ოპოზიციაზე: მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას