რასა იუკნევიჩიენე – როგორც იქნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, ევროპამ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს

როგორც იქნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპამ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს.

„წევრი სახელმწიფოს ლიდერებო, ძვირფასო, კაია კალას და მარტა კოს, დროა, ლიდერობის გამოჩენის და თბილისისკენ გამგზავრების. საქართველოს მომავალი ევროპული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშილატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის