რასა იუკნევიჩიენე: ოლიგარქი ცდილობს გაზარდოს დაძაბულობა, ქაოსი, თავს დაესხას და ურტყას ოპოზიციას

საქართველოდან ბოლო ახალი ამბავია, რომ ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მრავალი თვით დააპატიმრეს, როგორც ოპოზიცია ამბობს და ფაქტები მეტყველებენ, მეორე ჯერზე, არსობრივად იმავე ბრალდებით.

არ ვიცი, დანაშაული იყო თუ არა, დეტალებში წასვლა არ მინდა – მაგრამ, მაგალითად, ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი მისივე მმართველობის ქვეშ გენერალური პროკურორი გახდა. ამ დროის მანძილზე მან ბრალი წარუდგინა ოპოზიციის ლიდერს, არა მარტო უგულავას, სხვებსაც, ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და შეცვალა სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, არ გადაეხედა საქმისთვის, სწრაფად გამოიტანა გადაწყვეტილება. შედეგად, არის ხმაური, ოპოზიციამ შეაჩერა მოლაპარაკებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საზოგადოება აღელვებულია. შემაშფოთებელია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძლება მეტი სხვადასხვა შეტაკება მოხდეს და საქართველოდან ცუდი ამბები მივიღოთ

ამრიგად, რა ხდება საქართველოში? ბევრი შეხვედრა გვქონდა ქართველებთან – ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც. შევეცადეთ, ორივე მხარისთვის გაგვეგო, წინასწარგანწყობების გარეშე. თუმცა, ჩემი დასკვნა საკმაოდ სამწუხაროა: სახელმწიფო ოლიგარქის მიერ იმართება, ის ნერგავს თავის დღის წესრიგს, და ჩვენ ყველა მძევალი ვხდებით მისი დღის წესრიგის, რომელშიც არის შემდეგი: რამდენადაც შესაძლებელია, გაზარდოს დაძაბულობა, ქაოსი, თავს დაესხას და ურტყას ოპოზიციას”,- საუბრობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ეხმაურება
შემდეგი სტატიასხვადასხვა ბანაკებად დაყოფის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის-სააკაშვილი მერაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება