12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

რასა იუკნევიჩიენე -ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს

მიხარია, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის გარდა, რომლებიც ყოველთვის პრორუსულები არიან, ყველა სხვა ჯგუფი, რომელმაც დღეს ისაუბრა, ევროპული საქართველოს მხარესაა. მადლობა ამისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასაც იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს.

„ქალბატონო კომისარო [მარტა კოს], ვიცი, რომ თქვენც ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ.

[ევროკავშირის საბჭოს] დანიის თავმჯდომარეობას მივმართავ, ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ მსურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი, თავისუფალი და სამართლია არჩევნებისთვის. ეს არის საქართველოს დახმარების ერთადერთი გზა”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ და დასძინა: „მადლობა ყველას. იმედია მაქვს, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ამ ანგარიშს“.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, ხვალ კი კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმარტა კოსი : ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ
შემდეგი სტატიასაქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან