რასა იუკნევიჩიენე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ოფიციალურ ვიზიტებს შეიძლება ჰქონდეს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი არჩევნების ჩატარებაში“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. მისი თქმით, „ეს კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს რეგიონში „შტორმ ოსეტიას“ ბატალიონის შტაბის მეთაური სერგეი მელნიკოვი მოკლეს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ გალში მომხდარ მძიმე ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება