27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

რასა იუკნევიჩიენე: ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება – გაათავისუფლეთ ელენე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა აღიარა ელენე ხოშტარიას დამამცირებელ პირობებში ყოფნა და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება.

„საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე!“- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიG7 უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: რამდენი განსხვავებაც არ უნდა მქონდეს ელენესთან პოლიტიკური ბრძოლის გზებზე, წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია ის დღეს