ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, – წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
















