ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ დასავლეთმა უკრაინას საჭირო იარაღი დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს.
“ოდესა ღამით რუსეთის ცეცხლის ქვეშ იყო. საკათედრო ტაძარი, სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები – არაფერია დაცული, არაფერია წმინდა.
ჩვენ ვაგვიანებთ მოქმედებას: ATACMS-ები და შორი დისტანციის რაკეტები უკრაინას ახლავე უნდა მიეწოდოს, სხვა შემთხვევაში, იქნება მეტი ნგრევა”, – წერს იუკნევიჩიენე.