25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რასა იუკნევიჩიენე: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ მსოფლიომ არასწორი დასკვნები გამოიტანა

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელშიეხმაურება აგვისტოს ომის 18 წლისთავს.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველო გაფრთხილება იყო – ყირიმი, დონბასი, და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოყვა.

“2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ომი დაიწყო. მსოფლიო სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდა და არასწორი დასკვნები გამოიტანა. საქართველო გაფრთხილება იყო – ყირიმი, დონბასი, და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოყვა. 18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს”, – წერს იუკნევიჩიენე

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
შემდეგი სტატია“”ნაცები” ცდილობენ ისტორია გადაწერონ და მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერა გადაფარონ”- არჩილ გორდულაძე