ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა, რომელზეც პატიმრის ფრაზა “იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის” იყო დატანილი. შეგახსენებთ, სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი მიიღეს.
“საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდო პრორუსულის მთავრობით ერთი გასროლის გარეშე. მოხსენებაშია საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.