ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიში განიხილეს.
ანგარიში საქართველოს შესახებ მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა და წარადგინა.
„მაშინ, როცა ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად რჩება, მაღალჩინოსნები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები აწარმოებენ სისტემურ ანტიევროპულ კამპანიას, რომელიც ეფუძნება დეზინფორმაციას და კონსპირაციულ ნარატივებზე.
ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსა და სხვა საკვანძო პირებს.
არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა ამ პრორუსულ მთავრობას. თუმცა, ღრმად ვწუხვარ, რომ დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს სანქციების უფრო ადრე დაწესება. ეს იყო მძიმე შეცდომა. ჩვენც თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ევროკავშირმა ვერ იმოქმედა მაშინ, როცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ანგარიში გვაფრთხილებს, რომ რეპრესიების გაგრძელებამ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობამ და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამ, საბოლოოდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება.
მინდა შეგახსენოთ, რომ სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი ციხეში რჩება. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას მისი და სხვების თავისუფლებისთვის“,_ თქვა იუკნევიჩიანემ.

















