11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

რასა იუკნევიაჩიანე: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, სჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.

„მეორეს მხრივ, ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის მათი -ქართველების – იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. ამ ეტაპზე მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: შეფასებაც არ სჭირდება იმას, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს
შემდეგი სტატიაკობახიძე: პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც მტრულად გექცევა