“რას ვაპროტესტებ?! თუ, ვინმეს უკვირს ჩემი პროტესტი?!” – ნიკო კვარაცხელიას დედა

“რას ვაპროტესტებ?! თუ, ვინმეს უკვირს ჩემი პროტესტი?!” – ასე ეხმაურება მომავლის ბიჭის, ნიკო კვარაცხელიას დედა, პროტესტის 365-ე დღეს და დღევანდელ მასშტაბურ აქციას, სადაც, ერთ-ერთი პროტესტანტი თავადაც იყო.

როგორც იზა ომაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, მისი დიდი სურვილია, საქართველოში შვილებს მომავალი ჰქონდეთ.

“თაიმერი” ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“რას ვაპროტესტებ?
თუ ვინმეს უკვირს ჩემი პროტესტი!!!

მინდა რომ ამ დალოცვილ ქვეყანაში ჩვენს შვილებს ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ, ქუჩაში რომ არ სცემდნენ, არ აწამებდნენ, ციხეში არ სვავდნენ და არ ხვრეტდნენ ქვეყნის მომავალს სამშობლოს სიყვარულისთვის!!!!

დიახ მინდა ჩემი ქვეყნა ძლიერი და გამართული ინსტიტუციებით!!!!

ეროვნული და ევროპული
ღირებულებებით გამოკვანძული საქართველო გარდაუვალია!!!!

P.S. საჩუქარი ჩემი ბავშობის მეგობრისგან”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნა
შემდეგი სტატია„ერთი წლის წინ, საქართველო ბნელ პერიოდში შევიდა… მოვუწოდებთ “ოცნებას” კურსი შეცვალოს” – რიში და შაჰინი