რას ურჩევს ოთარ კვირიკაშვილი ალეკო ელისაშვილს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 12, 2020 13:25

რას ურჩევს ოთარ კვირიკაშვილი ალეკო ელისაშვილს

ალეკოს წლებია ვიცნობ, ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მითუმეტეს რომ ჩემი ბევრი მეგობარი მასთან იყო ორგანიზაციაში.
ამ ყველაფრის გამო ეს დღეები ყველანაირად ვერიდებოდი რამე ცუდის თქმას, არც ეხლა ვაპირებ ლანძღვა – გინებას, მაგრამ რაც რუსთავი 2-ზე მოვისმინე, ჯერ ISFED-ის გაპრავება და შემდეგ ოპოზიციური შიდა საუბრების გამოტანა, რაღაც წვრილმანების გარჩევა, ხაზარაძემ რა თქვა, უგულავამ ვისზე გაიწია და ესეთები, აი არაფერში არ ჯდება, საერთოდ არაფერში.
ერთს გირჩევ ალეკო მეგობრულად! მოდი საერთოდ წადი ამ პოლიტიკიდან, სანამ უარესებს ჩაგადენინებენ. დაიხურე ქუდი და წადი!
კარგ საქმეს აკეთებდი თბილისზე, თბილისის ისტორიაზე, სამოქალაქო აქტივობებზე, წადი და გააგრძელე, თორემ ერთ კვირაში უკვე იმდენი შეცდომა დაუშვი, ყველას ერთად რომ არ დაუშვია.
შეგნებულად არ გნიშნავ და გულწრფელად ვწუხვარ რა როლშიც შენ აღმოჩნდი.
დაანებე პოლიტიკას თავი, სანამ ხალხს კობახიძეზე მეტად შეძულდები-წერს ოთარ კვირიკაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 12, 2020 13:25