რას უპირებს სააკაშვილი უკრაინელ მოსამართლეებს

ბებიაჩემი მზია წერეთელი

უკრაინული სასამართლო მოქმედებს ხელისუფლების ბრძანებით. ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ “NewsOne”-ის პირდაპირ ეთერში.
“უკრაინაში არ არის სასამართლო. არ არის სასამართლო და არ არის სამართალი. ყველა მოსამართლე გამყიდველია, ყველა მათგანი ასრულებს ხელისუფლების ბრძანებებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ადამიანებს სასამართლოში “ასულელებენ”. “დღეს სასამართლოში იმყოფებოდა ეგოროვი (სახელმწიფო საზღვრის დაცვის დასავლეთის რეგიონის უფროსი – რედ.) და ის უბრალოდ დაიბნა მონაცემებში. ჯერ ამბობდა ერთს, შემდეგ სულ სხვას” – თქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ასეთი მოსამართლეები უკრაინის მტრები არიან. “მე მათ ციხემდე მივიყვან, მე მათ ჩავაჯენ ხანგრძლივი ვადით. ამას გპირდებით”, – განაცხადა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას. “ჩემს საქმეს უკვე მესამე დღეა, რაც იხილავენ და წარმოიდგინეთ, როგორ მოექცეოდნენ უბრალო მოქალაქეებს? მათ სამ წუთში მიუსჯიდნენ, დატოვებდენ ქონების გარეშე და დააპატიმრებდნენ”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ კორეას გადაუფრინეს
შემდეგი სტატიაბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა