იყიდება უნივერსიტეტების ქონება – დღეს კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ გაიყიდება ის შენობები და მიწის ნაკვეთები, რომელიც აქამდე სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრება იყო. კობახიძემ დააკონკრეტა, რომ არ ექვემდებარება გაყიდვას, მხოლოდ ის შენობები, რომელიც უნივერსიტეტის იდენტობასთან არის დაკავშირებული.
“ქართული ოცნების” ლიდერმა დღეს უნივერსიტეტების ქონებაზე საპარლამენტო განხილვის დროს ისაუბრა.
ვფიქრობ, ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს”- თქვა კობახიძემ.
















