რას წერს ვახო სანაია?- სუს-ის ფაილებში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის “მოწმე” აღმოჩნდა

ჟურნალისტის და ტელეწამყვანი ვახო სანაია სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ანგარიშებში მისი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის “მოწმე” აღმოაჩინა.

ვახო სანაიას ფეისბუქ-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.

მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიაs მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან.

იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,,მოწმეები’’, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.

რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს ,,მოწმეები” იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ ,,მოწმეებს” იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ახლა კი მთავარი !

ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,,მოწმე”. ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევადნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი.

ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ – რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.

ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.

ყველას დრო დადგება ნელ-ნელა !” წერს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიბრალდებულ ჭელიძის ნათესავი კვარაცხელიას მკვლელობაზე: ესეთი დანაშაული არ ვიცი რატომ გააკეთა
შემდეგი სტატიაოპონენტების მიმართ სიძულვილის გამომხატველი ბანერები გორშიც გამოაკრეს