რას წერს “ტვიტერზე” საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.

“დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს, რათა დამედასტურებინა ჩემი სოლიდარობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისადმი. განვითარებული და დემოკრატიული საქართველო არის ძლიერი მაგალითი რეგიონში”, – წერს ჯონ ბოლტონი.

მამუკა ბახტაძისა და ჯონ ბოლტონის შეხვედრა დღეს თეთრ სახლში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს