რას წერს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს–სპიკერი მანანა მანჯგალაძე ფეისბუქ გვერდზე ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“სამი წელი გასულა.. აქ განცხადებას ვაკეთებ როგორც მანანა მანჯგალაძე (პირველად და უკანასკნელად) და არა როგორც პრესსპიკერი, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიშას მივწერე , საქმის კურსში გაყენებთ-განცხადებას ვაკეთებ ისე რომ თქვენთან არ შემითანხმებია და თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ სამსახურიდან გამიშვათ -თქო….პასუხი საინტერესო იყო.. სამი წელი გავიდა და საერთოდ არ მაქვს სენტიმენტები, ზოგადად ასე ვცხოვრობ, რაღაც რომ მთავდება და ეს ცხოვრებას ძალიან მიმარტივებს, თან იმ წლების განმავლობაში, ყოველ დღე ,როცა სამსახურში მივდიოდი სულ მეგონა რომ ბოლო სამუშაო დღე მქონდა. ამიტომაც არ მქონია განცდა რომ აღარ მქონდა რაღაც თუნდაც ის რასაც პრივილეგიები ქვია, ამასობაში კი გაიარა ოთხმა წელმა… მქონდა ჩემი პრინციპები და ყველაზე არარსებულ და მძიმე მომენტებში შევძელი რამდენიმე პრინციპის დაცვა. … თუნდაც მაშინ როცა ბევრი გარბოდა დავრჩი ბოლომდე- არ გადავხტი მეორე ნავში და არ გავხდი ერთდღიანი ” გმირი”… ამ რანგში არასდროს გამიკეთებია განცხადება როგორც მანანა მანჯგლაძეს, ეს იყო მხოლოდ სახელმწიფო მოხელის განაცხადებები, ვიყავი მხოლოდ პრეზიდენტის და არა პარტიის პრესსპიკერი..იყო კიდევ რაღაცეები …ბევრ რამეზე ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი, დავინახე რა არის სახელმწიფო მანქანა, ყველა თავისი ჭანჭიკით, როდის არის ის მოქნილი და როდის ზეტმეტად ტლაქნი.. რამდენ ადამიანზზე შემეცვალა წარმოდგენა და რამდენი თავიდან დავინახე…. ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს იყო ძალიან რთული და საინტერესო ეტაპი. მომწონდა თუ არ მომწონდა მე აღმოვჩნდი ეპიცენტრში და ვუყურებდი როგორ იწერებოდა ქვეყნის უახლესი ისტორია ….აი ასე ჩემო ბატონო… ახლა ერთადერთი რაც მენატრება ეს არიან ადამიანები ვისთან ერთადაც აქ ვიმუშავე, მუშაობაზე მეტიც იყო მათთან ერთად ყოფნა…( 24-დან 24 საათს რომ ატარებ ადამიანებთან ეს მარტო სამსახური არ არის) და ეს იყო ყველაზე მაგარი გუნდი”,- წერს მანანა მანჯგალაძე.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადენილი აქვს 63 მკვლელობა!
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა