რას შეჰპირდა ბიძინა ივანიშვილი 2 საუკუნოვანი ჭადრის ხის გადატანის სანაცვლოდ სოფელ დიდინეძის მოსახლეობას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძი პირველი სოფელია სამეგრელოში, საიდანაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვინილის დენდროლოგიურ პარკში მე-19 საუკუნის ჭადრის ხე გაიტანეს. როგორც სოფლის მაცხოვრებლები „თაიმერთან“ საუბარში აცხადებენ, ჭადრის ხე იმ პირობით გაიტანეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფელში ამბულატორიას ააშენებდა და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში საბავშვო კომპიუტერულ ცენტრს მოაწყობდა.
„დაპირება დაპირებად დარჩა…ნახეთ, ორივე შენობის შუაში როგორი ტრიალი მინდორია, ხე მაინც შეგვრჩენოდა, მთელი სოფელი იქ იჩრდილებდა თავს… ეს არის დაპირების შესრულება?“, – უთხრა „თაიმერს“ სოფლის მკვიდრმა 67 წლის ლ.კუკავამ.
ცნობისთვის, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქარიატა და ახალი ხიბულა საუკუნეს გადაცილებული ერთი ჭადრის და ერთი ცაცხვის ხეები გადააქვთ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს