რას პროგნოზირებს თენგიზ ცერცვაძ ორ კვირაში

„ჩემი პირადი პროგნოზია, რომ უახლოეს დღეებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება, შესაძლოა ერთ, ორ და სამ კვირაში“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე ლეტალურ შემთხვევებსაც არ გამორიცხავს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო მაჩვენებლებით როგორც აქამდე, მომავალშიც დიდ დისტანციაზე იქნება ევროპული ქვეყნების მონაცემებთან.

„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზეავიდეთ, სამციფრიანსკი, მე პირადად არ ველოდები. თუმცა შეუძლებელი არაფერია.

აშშ-ში, სადაც 7 500 შემთხვევა იყო ერთ დღეში, ეს უკვე ოთხ-ციფრიანი მატებაა. ველოდები, რომ ჩვენთან მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების.

ასევე, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. სამწუხაროდ, ასე ვერ დავრჩებით. ალბათ, გვეყოლება ერთეული ლეტალური შემთხვევებიც.

ეს ჩემი პროგნოზია და ვფიქრობ, ასე იქნება. ასევე ჩემი პროგნოზია ერთი მკაფიო რამ, ჩვენ რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას, ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა.

მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს საავადმყოფოს საკარანტინო სივრცისთვის ამზადებენ
შემდეგი სტატია24:00 საათიდან დაიწყო დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა