რას ფიქრობს შს მინისტრობის კანდიდატი 20 ივნისის მოვლენებზე

ვახტანგ გომელაურს პროგრამის წარდგენისას დეპუტატებმა კითხვა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ დაუსვეს . შს მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამწუხაროა, მაგრამ პოლიციის შრომა დასაფასებელია, რადგან “სახელმწიფოებრიობა დაიცვეს”. გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს იმისთვის, რომ “20 წლით უკან არ გადააგდეს მთელი ქვეყანა”.

“ძალიან რთული იყო ელემენტარულად. მე 26 წელია ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაყავს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, გლიჯავენ ჩაფხუტებს, ფორმას აგლიჯავენ და ცემენ, ის ადამიანი, იქ შეიძლება, რა თქმა უნდა გადაცდომები იყო და იყო კიდევაც. პროკურატურა არსებობს, სასამართლო არსებობს და ეს მოქალაქე იქნება, თუ პოლიციელი იქნება, რა თქმა უნდა, თუ გადაცდომა იქნება, პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ის, რომ მოქალაქეები მართლები იყვნენ ყველა და პოილიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება ასე”, — განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის განმარტებით, ასევე გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა სპონტანური იყო, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენები და აქცია უკვე პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

“მას შემდეგ მოხდა ყველაფერი გარეთ როცა, ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერი მოუწოდებდნენ: აბა შევარდით, წავიდა. ნუ, ჩანს კადრებში ხომ, არამხოლოდ ოპერატიულში, არამედ ტელევიზიები იღებდნენ… ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი”, — განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა

banner
წინა სტატიაში,,არ მგონია, „გირჩის“ ქმედებები და აქტივობები ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები”
შემდეგი სტატია“მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისში, ვიდრე იქ იყო”