რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების მიხედვით, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს.

იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს, ახალი პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიას სწორედ მოსაყდრე მართავს, რომელიც უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.

banner
წინა სტატიაშიინფორმაციის ნაწილი შეიძლება ვერ გასაჯაროვდეს, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი- ხოშტარია
შემდეგი სტატიაშეზღუდვები ალპანა-ცაგერის გზაზე