„რას ნიშნავს ყველანაირ მეთოდზე გადასვლა, რომ მივიღოთ ისევ ია კერზაია“ – სანდრა რულოვსი „ოცნების“ გეგმაზე და ფარულ ჩანაწერზე

მაური ზუგდიდის საკრებულოში – რიგგარეშე სხდომაზე მისულ ოპოზიციასა და მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გაერდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნაზე სურდა საუბარი. რა დროსაც გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია დანელია აცხადებს, რომ მას „ოცნების“ შტაბიდან აქვს მიღებული დავალება, გამოყენებული იქნეს ყველნაირი მეთოდი არჩევნებში გასამარჯვებლად.

აღნიშნული საკითხის განხილვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა მოითხოვეს, რისი საშუალებაც საკრებულოს წევრბემა არ მისცეს, მათ ატეხეს ხმაური და ოპოზიციის მერობის კანდიდატი იძულებული გახდა დარბაზიდან გამოსულიყო და ჟურნალისტებისთვის კომენტარი გაეკეთებინა.

სანდრა რულოვსი ინტერესდება ნიშნავს თუ არა ყველანაირ მეთოდზე გადასვლა ახალი ია კერზაიას მიღებას, გატაცებებსა და დაშიენებებს:

„ჩვენ გვინდოდა ია კერზაიას სკვერის გახსნის საკითხის დაყენება, რა დროსაც გავრცელდა ფარული ცანაწერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გია დანელიას თქმით თათბირზე იყო „ოცნების“ შტაბში და მიიღო დავალება, ყველანაირ მეთოდზე უნდა გადავიდეთო, რას ნიშნავს ეს, რომ იყოს გატაცება, ხალხის მოსყიდვა? ისევ ია კერზაია რომ მივიღოთ?“, – განაცხადა რულოსვსმა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტმა რულოვსს დადინების სასახლეში დღეს სუს-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა:

„ეს იყო პროვოკაცია“, – განაცხადა რუსლოვსმა და მაგალითად კვლავ ის ფარული ჩანაწერი მოიყვანა, სადაც გია დანელია ყველანაირი მეთოდის გამოყენებაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“მოსყიდვაა – მოისყიდეთო, გასატაცებელია – ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო” – ფარული ჩანაწერი
შემდეგი სტატიაზუგდიდში ენმ-ს წევრებს და ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ