რას მოითხოვს რუსეთისგან გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ახალი რეზოლუცია?!

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დააბრუნოს ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გენერალური ასამბლეა მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყოს უკანონოდ გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იძულებითი გადაადგილების, დეპორტაციის, ბავშვების ოჯახებისა და კანონიერი მეურვეებისგან გამოყოფის, პირადი სტატუსის შეცვლის, მათ შორის მოქალაქეობის, გაშვილების ან მინდობით ოჯახებში განთავსების და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 91-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი წავიდა, 57-მა კი თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიAssociated Press: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები რუსტემ უმეროვს შეხვდებიან ფლორიდაში
შემდეგი სტატიასაჯარო სკოლების მე-11 კლასში მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან