რას მეუბნებით, რომ ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს? – სააკაშვილი

„რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს?,“ – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!… ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი,“- აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, მოლდოვის ხელისუფლებისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა