რას მალავს ივანიშვილი – ნიკა გვარამიას ინტერვიუ “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 24, 2020 14:28

რას მალავს ივანიშვილი – ნიკა გვარამიას ინტერვიუ “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

მნიშვნელოვანი

  • რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

სხვა სტატიები

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. რესპოდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი პირველად პოლიტიკაში მოსვლას 2003 წლის დეკემბერში, სურკოვთან შეხვედრის შემდეგ შეეცადა. მისი გამდიდრების ისტორიაც რუსეთანაა დაკავშირებული. გოგოლაძე ყვება, რომ მის სეიფში ივანიშვილის 3 რუსული პასპორტი მუდმივად ინახებოდა.

“საგამოცდო ბილეთებს სთავაზობდნენ, არადა ეს იყო წინა წლის გადაყრილი ბილეთები, გამოართმევდნენ გარკვეულ თანხას და თუ ჩააბარებდა ხო კარგი, თუ არა მერე იმალებოდნენ”, – ამბოს ელდარ გოგოლაძე.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილი ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში – “გემი ოტვირთებოდა, დოკუმენტებით მიჰქონდა მეტალის ჯართი და ანგოლაში საფასურს ისტუმრებდნენ ალმასებით და ნედლი ნავთობით”.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იხსენებს ივანიშვილის ნათქვამს, რომ ის ბანკის მმართველის მოადგილეებს, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს “ლიფტიორებისგან” და “ახრანიკებისგან” აკეთებს. ელდარ გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქს ნიკა გვარამიას მოკვლის სურვილი ჰქონოდა, თუმცა ამბობს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ალბათ მისი თავიდან მოშორების სურვილიც ექნება.

– არჩილ თალაკვაძეს, კობახიძეს, გახარიას ამათ უთვალთავლებს? უყურებს? იღებს?

– გამიკვირდება, რომ ამას არ აკეთებდეს, მაგრამ მემგონი თვითონაც იციან უკვე…. იყო მცდელობა პატრიარქზე კომპრომატის მოპოვების მე ვუთხარი მე ამას არ გავაკეთებ.

რესპოდენტს აქვს ეჭვი, რომ 20 ივნისს გაცემული ბრძანებაც, დემონსტრანტების დაშლის შესახებ, მხოლოდ ივანიშვილის დავალება შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, ივანიშვილმა მოუყვა რუსეთში ყოფნის პერიოდში მოსკოვის საქალაქო ფსიქიატრიულში მოხვედირს შესახებ, მისი თქმით, დიაგნოზი საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო.

არჩევნების წინ ძველი ნაცნობი ივანიშვილს ურჩევს გამოიძახოს “გაზპრომის “ფალკონი”, დაჯდეს თვითმფრინავზე და წავიდეს ევროპაში”. მისივე თქმით, თუ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო, ივანიშვილი ქვეყნიდან მარტო, თანაგუნდელების გარეშე, წავა.

ელდარ გოგოლაძის სრულ ინტერვიუს კვირას, 22:30 საათზე, მთავარ აქცენტებში ნახავთ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 24, 2020 14:28