ბექა კობახიძის ანალიზის თანახმად, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში აქვს კონკრეტული სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ოკუპირებული ტერიტორიების „ახალი რეალობის“ აღიარებას. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მზადაა, კანონმდებლობა და ეკონომიკა რუსეთს მაქსიმალურად დაუახლოოს, თუმცა ტერიტორიების ოფიციალური დათმობა მათთვის სახიფათოა, რადგან ეს საზოგადოებრივ ამბოხს გამოიწვევს. ავტორის მტკიცებით, რუსეთი ამ ეტაპზე კმაყოფილდება იმით, რომ ქოცები მათთვის სასურველ იდეოლოგიურ ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ.
“რუსებს მოსწონთ ქოცებმა რაც გააკეთეს, მაგრამ მეტი უნდათ. კერძოდ, თუ ეს გაუვათ, მეზობელი ქვეყნების სრულ ანექსიაზეც არ იტყვიან უარს. ეს ასეც იგეგმებოდა, მაგრამ უკრაინის ჯარმა გააჩერა ეს ამბავი. მერე სომხეთი და აზერბაიჯანი გაძვრნენ გავლენის ზონიდან, მერე ცენტრალური აზიის ქვეყნები მიეკედლნენ ჩინეთს და ამ ეტაპზე “ბლიჟნეე ზარუბეჟიეს” (ახლა ასე უწოდებენ ყოფილ კოლონიებს) სრული ანექსია რეალისტურად არ გამოიყურება.
ქოცებს ამის მიცემა უბრალოდ არ შეუძლიათ. საინფორმაციო ველი საქართველოში არ არის და შეიძლება არც არასდროს იყოს მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ევროპის გინებას ტრადიციების დაცვას დაარქმევ, რუსულ პოლიტიკას – ერთმორწმუნეობას, მაგრამ ყველაზე დებილ ქოცსაც გაჭირდება დააჯერო, რომ ტერიტორიების რუსეთზე გადაფორმება პატრიოტული საქციელია. ეს მხოლოდ საოკუპაციო ხელისუფლებას შეუძლია, რომელიც საოკუპაციო კოლონიური ჯარით მართავს ქვეყანას. ამას გდდ-ს რობოკოპიც ვერ მოაწერს ხელს. უბრალოდ სახალხო ამბოხი დაიწყება”,_ წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.















