10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

რას ჰყვება ზუგდიდში დაჭრილი ცნობილი ტიკ-ტოკერი თავდასხმაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში ცნობილი ტიკ-ტოკერი, ზამი როგავა და მისი მამა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ძებნილი ვალტერ (შერი) როგავა, რომელსაც პოლიცია ნახევარი წელია ეძებდა, ინფლუენსერის სახლში შეიჭრა, მოხუც მამას თოფიდან ესროლა, ხოლო ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. თავდასხმის შემდეგ ბრალდებულმა მიმალვა შეძლო.

როგორც დაჭრილი ქალი ტვ პირველთან ჰყვება, მას თავდამსხმელის შესახებ პოლიციასა და ცხელ ხაზზე არაერთხელ ჰქონდა შეტყობინებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. მამა-შვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“პოლიცია არაერთხელ გავაფრთხილე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ცხელ ხაზსაც კი დავურეკე და ვუთხარი, რამდენად საშიში იყო ეს პიროვნება. დღეს სახლში ვიყავით მე დამამაჩემი, პატარა შვილი მყავს ერთი წლის და სამი თვისაა ჩემი ბიჭი, მამიკოს ხმაური შემოესმა წინა კარიდან. მამიკო რომ გავიდა, მეგრულად გინება გავიგე მე. ამ დროს მეც გავედი, თავში იყო მამა დაჭრილი. როგორც კი გამოვედი, მეორე თოფს უმიზნებდა მამას და მე ვეცი, მივვარდი, რომ ეს თოფი გამომეგლიჯა და მე მესროლა, ამასობაში ორივე მხარეს დანას მირტყამდა. რამდენიმე ჭრილობა მაქვს”, – განაცხადა ზამი როგავამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსული ჰიბრიდული ომია
შემდეგი სტატია“შეზღუდვები მიუღებელია”- ამერიკელი კონგრესმენები უკრაინისთვის სადაზვერვო მხარდაჭერის აღდგენას ითხოვენ