ჯერ არ შემიძლია პასუხის მიღება, თუ როგორ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არის კითხვა, რომელზეც პასუხის მიღება “ჯერჯერობით არ შეუძლია“.
“არ შემიძლია – ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ მანამდე ვერ მივედით…,“ -თქვა ზელენსკიმ.
როდესაც გაქვს არა ნატო, არამედ როგორც ნატო, გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნატო-ს. ვიღაც ამბობს, შეიძლება ეს უკეთესიცაა. არ ვიცი, შეფასებაში არ შევდივარ. მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ – პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად…
მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.



















