“რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?”-მეთოფიშვილი NGO-ებს სიძულვილის წახალისებაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის facebook სტატუსი, კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი ხდება. მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლეების მიმართ, ბოლო პერიოდში მუქარა გახშირდა და პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და უმრავლესობის იმ წევრებს აკისრებს, ვინც მოსამართლეთა ე.წ. შავ სიას აპროტესტებდა.

მეთოფიშვილი საჯარო პოსტში კონკრეტულ სახელ და გვარებს წერს და მათ მოსამართლეების მიმართ ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

„ბოლო დღეებში პოლიტიზირებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. “კლანის წევრები” მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან!

გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ!”

ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ…

მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას!

მინდა მივმართო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!

ბატონებო და ქალბატონებო!

ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!!

უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!!

ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!

რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ???“ – ნათქვამია მეთოფიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე ჩინური რესტორანი გაქურდეს
შემდეგი სტატია,,დაგვცინის ცინიკური ღმერთივით…” – გვარამია დემნას შექმნილ ქეისებზე