8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რას ამბობს პროკურორი ე.წ. “საბოტაჟის საქმის” სხდომის დახურვის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც სხდომა დაიხურა.

“სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. უმეტესი მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა და ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის წარმოჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე”, – განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: 700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია5 ოპოზიციური პარტია: ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას