29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რას ამბობს ფიშერი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის მოხსენიებაზე

გონივრულ დროში ჩვენ ვიხილავთ გონივრულ გადაწყვეტას, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რატომ წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც ელჩმა განაცხადა, საელჩო არ არის პასუხისმგებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„გერმანიის საელჩო პასუხს არ აგებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა გადავამისამართო, მაგრამ ვიტყოდი, რომ გონივრულ დროში თქვენ იხილავთ გონივრულ გადაწყვეტას”,- აცხადებს ფიშერი.

banner
წინა სტატიაში“ევროპის დღე საქართველოს დღეც არის”- სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: ალიანსში დაპირისპირება არაა, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა