რას ამბობს მეუფე იაკობი კონსტიტუციაში 78–ე კანონზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?!

მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში 78 მუხლი ძალით იქნა ჩაწერილი და ამ გადაწყვეტილების შედეგებს დღეს საზოგადოება საკუთარ ცხოვრებაში გრძნობს.

როგორც სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებაზე აღნიშნა, გეოპოლიტიკური კურსის – ნატოსა და ევროკავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირებამ იმ ადამიანების ცხოვრება „გაძაღლებული“ გახადა, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებიან.

“არასწორი იყო, კონსტიტუციაში ძალით რომ ჩაგაწერინებენ რაღაცას, უნდა ფიქრობდე, რომ წინ რაღაც აქვთ. ნატო და ევროკავშირი – ჩავწერეთ და ჩვენი ქვეყანა მართლაც მისდევდა მაგ კურსს. რა მივიღეთ? 2002 წლის არჩევნები იყო, 2024 წლის იყო თუ რა იყო, აი, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის სიკეთე გვინდა, გაძაღლებული გვაქვს ცხოვრება. შეხედეთ, ხან ვინ რას გვასწავლის ჭკუას, ხან ვინ რას გვასწავლის, მაგრამ ვინ გასწავლის, იმას თითონ ხომ უნდა ჰქონდეს? მე უცხოელებზე არ ვიძახი, ჩვენებზე ვიძახი. ადამიანი რაღაცას ხომ უნდა ფიქრობდე, რა გვინდა, ერს რა უნდა. რას ვერჩით ერთმანეთს, რა გვინდა?, – თქვა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტი: “უკრაინის რუკაზე საქართველოსთან დაკავშირებული მონიშვნა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხებოდეს”
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: “ზოგიერთს შეეხებიან და მეც შევეხები მერე ბევრს, ლოცვაც ვიცით და ბრძოლაც”