8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

რას ამბობს გიგა ავალიანის დედა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მერე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

…მე, რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა მაქსიმალური სახდელის, ვიცოდი, რომ თუკი 14 წელს მიუსჯიდა, დააკლდებოდა მეოთხედი და დარცებოდა 10 წელი და 6 თვე, მაგრამ მე მინდა აქ ერთი რამე ვტქვა, ვფიქრობდი, განა რა შეიცვლება ჩემსა და ჩემი შვილის დედა-შვილობას შორის, დამნაშავეების მშობლები ისევ წავიდოდნენ სახლში, დამნაშავეებს ისევ წაიყვანდნენ ციხეში და მე და ჩემი ნიკა ისევ ავტომატებით წავიდოდით გიგას სასაფლაოზე. მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა მე დღეს შემიმსუბუქა, თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თავისი [სიტყვის] ბოლო ნაწილში შემიმსუბუქა ჩვენი [ჩემი და გიგას] დედა-შვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც ვერ ვიღებ, შინაგანად ვერ ვიღებ და მე ეს დღეს რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველოდებოდი სასჯელს იმიტომ, რომ ესენი მართლ არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები…

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე, ხო, მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს, ხო, ჩვენ ერთად ამოგვწყვიტეს… მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან გიგა ავალიანის ღირსეულ პიროვნებას, ღირსეულად გაუსვა ხაზი,” – განაცხადა ეკა კუპატაძემ.  

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო – გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში