“ჩვენი საეკლესიო ტრადიციით, ინტრონიზაციის დროს, პატრიარქი იმოსება ძოწისფერი მანტიით. უკვე პატრიარქის რანგში აღასრულებს ლოცვას. წირვის ბოლოს, გადაეცემა საპატრიარქო კვერთხი,“ – განაცხადა დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა მომავალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ საუბრისას “რუსთავი 2”-თან.
ინფორმაციისთვის, 28 აპრილს, წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია.
პატრიარქობის კანდიდატები არიან:კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს. ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.















