10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

რას ამბობენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შეუძლოდ გახდა.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ სააკაშვილს ადგილზევე „მყისიერად გაეწია დახმარება“.
 „ფეხს იტკიებდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია, მათ შორის გადაუღეს რენტგენგი, რომლითაც არანაირი დაზიანება არ დადგინდა. ამის შემდეგ მას დაურეგულირდა მონაცემები და უკეთესად გახდა“, – ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.

 ცოტახნის წინ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკანში დაეცა და მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება. ჟორჟოლიანის თქმით, დაცემისას მიღებული ტრავმების გამო მას რეანიმაციული დახმარება დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: სახელმწიფო რომ გვისმენს, ეს ნორმალურია. არანორმალურია ამ ჩანაწერების გამოქვეყნება
შემდეგი სტატია“მიმიფურთხებია იმ საქართველოსთვის, როგორიც “ოცნებას” უნდა” – მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი