15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რას ამბობენ საჰაერო ნავიგაციაში აბუსთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის შესახებ

რატომ “ჩაკეტეს ცა” აბასთუმნის თავზე? – საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით არ უქმდება მარშრუტები –  ხდება საჰაერო ნაკადების მხოლოდ გადამისამართება.

საჰაერო ნავიგაციის ოფიციალური პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

“აღნიშნული შეზღუდვის დაწესებისას სრულიად გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, შესაბამისად, საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება სრულად არის დაცული. შეზღუდვის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, უბრალოდ ხდება საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც  საერთო სურათს არ ცვლის. საჰაერო მარშრუტის შერჩევისას, ავიაკომპანიები მანძილის გარდა ითვალისწინებენ სხვა უმარავ ფაქტორს, როგორიც არის მეტეოპირობები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება თავისუფალი მარშრუტის კონცეფციას და პრინციპებს. შეზღუდული არეების არ განიხილება, როგორც თავისუფალი მარშრუტებისთვის გამოყენებულ არეებად, შესაბამისად ავიაკომპანიები მას გვერდს აუვლიან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად”, – აცხადებს საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიჩერგოლეიშვილი: კომიკურია, როდესაც გახარიას და ლელოს წარმომადგენლები უნგრულ მაგალითს გვიფრიალებენ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში კრახის გასამართლებლად
შემდეგი სტატია“უკვე გვიანია”- ისრაელმა ჰაიფაში შესული რუსული გემის დაკავებაზე უკრაინას უარი უთხრა