“რას აკეთებთ, რომ საავადმყოფოებში დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა, დარეკე თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ?”-კაკულია ტიკარაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ, რამდენიმე კითხვით მიმართა.

„სამი შეკითხვა მექნება, პირველი არის გადმოცემა შეკითხვის. როდესაც თქვენთან მოვდიოდი, ერთ-ერთი კლინიკის ჩემთვის მაღალი სანდოობის ადამიანს ვკითხე, რა საკითხს დააყენებდა თქვენს წინაშე, მან მითხრა რომ საკითხი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთ საკითხად დაასახელა კლინიკებისად თანხების დაგვიანებით გადმორიცხვა. მაგალითად ახლა, აგვისტოს გადმორიცხვებს განიხილავენო, როცა კანონით სამი თვე არის ამისათვის და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებსო, თუ შეიძლება ამის მიზები თუ შეიძლება მითხარით. მეორე შეკითხვა გახლავთ 520-ე დადგენილებას, თქვენ კი ისაუბრეთ, მაგრამ მე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე. ბოლოს, რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პაციენტების მოთხოვნა, რომ დარეკე რა თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ჩემთვისაც როცა მაწუხებს ვიღაცა. მესმის ახლა, იქ ხელფასის ნაკლებობა და ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რაღაცას, რათა პაციენტებისადმი დამოკიდებულების სტანდარტი შეიქმნას. რას აკეთებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეკვისა და ნაცნობობის თემა დავამთავროთ ამ ქვეყანაში“, – მიმართა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიქანთარია ტიკარაძეს: მადლობა, რომ დგახართ საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებთ კორონავირუსს
შემდეგი სტატიაკვაჭანტირაძე ჯანდაცვის მინისტრს – ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე